სოზარ სუბარი: ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დარბევის ღამეს ქაშვეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
სუბარის თქმით, ნოდარ ცხადაძე, რომელიც ზესტაფონიდან იყო, დარბევისას გარდაიცვალა და ამ ფაქტს მოწმეებიც ჰყავს, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ფაქტია შესასწავლი და გამოსაძიებელი.
„ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია 26 მაისთან დაკავშირებით. ახლა მომწერა ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც იქ იდგა 26 მაისს და ადამიანმა, რომელიც მათ შორის, 9 აპრილის აქციაზეც იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომ კიდევ ერთი ადამიანი - ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ჩაქოლეს 26 მაისს, ქაშვეთის ტერიტორიაზე. იმ ღამეს ისიც გარდაიცვალა და ამის მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო - როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი. ხშირად ვიმეორებთ, რომ ასეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რომ ვერავის ვეღარ გაებედა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1747657994
საზოგადოებასპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება. ინფორმაციას საქართველოს „პირველი არხი“ ავრცელებს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დ...
1747657865
ახალი ამბებითბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. გამოძიება სისხლის...
1747654616
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ა...
1747653676
საზოგადოებალუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“
დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება. რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ, - განაცხადა ლუკა კურტან...
1747651578
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში
ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოჯახის სიწმინდისა...