ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში მე-14 ფეხბურთელია, რომელმაც იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია.
იანვარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულმა ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და უმაღლესი შეფასება, 10 ქულა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელი ისტორიაში მე-14 მოთამაშეა, რომელმაც კარიერის მანძილზე იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო.
კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად, 2023 წელს სკუდეტოს გამარჯვებული გახდა. მას შესაძლებლობა აქვს, ამ ტიტულს წელსაც დაეუფლოს, რადგან სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა და „ინტერს“ ერთი ქულით ასწრებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, საფრანგეთში გადასვლამდე იტალიური გუნდის რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენში“ მის სტატისტიკას, საქართველოს ნაკრების ლიდერმა 14 შეხვედრაში ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
უახლოესი ორი თვის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ სამი ტიტულის დაუფლების შანსი აქვს – „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის თასის ფინალშია გასული, ასევე ითამაშებს ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე აშშ-ში.
ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის მანძილზე იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგეს:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერი“/„მილანი“, პსჟ)ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“, პსჟ)ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, პსჟ)აშრაფ ჰაკიმი („ინტერი“, პსჟ)კინგსლი კომანი („იუვენტუსი“, პსჟ)ბლეზ მატუიდი („იუვენტუსი“, პსჟ)მაქსველი („ინტერი“, პსჟ)დანი ალვეში („იუვენტუსი“, პსჟ)ტიაგო მოტა („ინტერი“, პსჟ)ჟან-პიერ პაპინი („მილანი“, „მარსელი“)დავიდ ტრეზეგე („იუვენტუსი“, „მონაკო“)ოლივერ ბირჰოფი („მილანი“, „მონაკო“)დიდიე დეშამი („იუვენტუსი“, „მარსელი“)ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, პსჟ)
1747577374
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძის შეძენით „ლესტერი“ და „ვულვზი“ ინტერესდებიან
„ბილალ ელ ჰანუსის შესაძლო წასვლის შემთხვევაში, „ლესტერ სიტი“ მის შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას განიხილავს“, – ინფორმაციას ინგლისური გამოცემა Footballleagueworld ავრცელებს. „„ლესტერ სიტი“ პრემ...
1747575169
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: რომის პაპთან შეხვედრა 19 მაისს შედგება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 19 მაისს რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდება. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალი მმართველის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. „დღეს ვატიკანში, წმი...
1747574299
სპორტილაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის ფინალშია
ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ფინალში იჭიდავებს. მან ნახევარფინალში ბრაზილიელი ჟოაო სეგატე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ესპანელ ა...
1747571756
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. „კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მი...
1747569897
ახალი ამბებიდღეს შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა
დღეს 18 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში 29ედ აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოებამ პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, ხელი შეუწყოს საზოგადოების განათლებას...