დავით მათიკაშვილი: გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა

გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის უკვე გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია რეალურ ევროპულ ღირებულებებთან.
„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ, რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას ურთიერთთანამშრომლობას, საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას სთავაზობდა. ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკის და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. ეს შეცვლილი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს. მეტყველებს ევროპელი ბიუროკრატების დღის წესრიგსა და მათ სურვილზე, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
ორკვირიანი მზადების, პროპაგანდისტული მანქანის სრულად ამოქმედების მიუხედავად, ვერ შეძლეს 2 000 კაცზე მეტის შეკრება. საზოგადოებისთვის უკვე სრულად გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მათ 2 000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს და ჰერჩინსკიმ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრება სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.
„გვახსოვს, მაგალითად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებს, იქნება ეს მზია ამაღლობელი თუ სხვა, ის აცხადებდა მის სურვილებს და არა იმ რეალობას, რაც საქართველოში არის და საზოგადოებამ იცის.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც ქმნიდნენ მოცემულობას, თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმე აწამებს, არაადამიანურ პირობებს უქმნის. სინამდვილეში აბსოლუტურად საპირისპიროა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ გვახსოვს სასამართლო სხდომებზე კონკრეტული ჩინოსნების, ელჩების დასწრება, რომელიც რა არის სხვა, თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
1746885885
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ევროკავშირში გადაწყვეტილი იყო, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ხისტი კანონები უნდა მიეღოთ, მაგრამ მერე საქართველოს ვეღარ ეტყოდნენ შენიშვნას. ასე გამოვიდა, რომ საქართველოს გამო შეაჩერეს ამ კანონის მიღება
ადრე, ევროკავშირში გადაწყვეტილი იყო, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ხისტი კანონები უნდა მიეღოთ, მაგრამ მერე საქართველოს ვეღარ ეტყოდნენ შენიშვნას. ასე გამოვიდა, რომ საქართველოს გამო შეაჩერეს ამ კა...
1746885812
საზოგადოებაირაკლი ჭეიშვილი: როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზიცია
როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზი...
1746883331
საზოგადოებადეკანოზი საბა დათა თავაძის სპექტაკლზე: ეს სულიერი სიკვდილია, ამაზე უარესი აღარაფერი არსებობს
დეკანოზი საბა (ჭიკაიძე) ეხმიანება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს, რომლის ფრაგმენტის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორ დეკანოზი აღნიშნავს, ვინც ღმერთს აგინებენ ასე სახალხოდ, აშკა...
1746883054
საზოგადოებანათია თურნავა რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა რეიკიავიკის ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ისლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით და ნორსვესტერნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაკ...
1746882964
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი - ამ ღვაწლის სათანადოდ დაფასებით და არა მისი შეგნებული დავიწყებით არის ევროპა ევროპული
ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი დიდი პაპა-ბებიების, ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის...