დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე: წესით, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ვისაც სურს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამ შანსით უნდა სარგებლობდეს

მიხეილ ყაველაშვილმა მკაფიო განაცხადი გააკეთა, როდესაც დანაშაულში მხილებულ ადამიანებს შანსი მისცა, რომ სრულყოფილად ჩაერთონ არჩევნების პროცესში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
„წესით, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ვისაც სურს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამ შანსით უნდა სარგებლობდეს და უნდა წერდეს შესაბამის განცხადებებს პრეზიდენტის სახელზე. თუმცა, ის გამოხმაურება, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ერთ რამეზე მეტყველებს - რადიკალებს არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ ქვეყანაში დესტრუქცია სურთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე".
1751723181
საზოგადოებამაია ბითაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა - აღარავის აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს ხელს უშლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში
ბუნებრივია, პრეზიდენტს გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა ამ პოლიტიკური ვითარებაში, სადაც სპეკულაციებისა და ასე ვთქვათ სიცრუის ტირაჟირების ფონზე ჩვენი რადიკალური ო...
1751723120
საზოგადოებაკობა კობალაძე: საკმაოდ ბევრი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში - დიდება გმირებს
32 წელი კამანის ტრაგედიიდან. დღეს, აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა...
1751722925
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს?
ის ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს. თან, იმ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია...
1751722857
მსოფლიოტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკში მყოფ ათობით ბავშვს ეძებენ
ტეხასის შტატში წყალდიდობის შემდეგ, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკიდან დაკარგულ ათობით ბავშვს ეძებენ. მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარ...
1751722794
მსოფლიოერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს. ამის შესახებ თურქეთის ლი...