ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს.
ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას განუცხადა, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობდა.
„თურქეთს ღრმა დიპლომატიური და სტრატეგიული ურთიერთობები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე რუსეთთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით დაძაბულობას და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ მომხდარმა სამწუხარო მოვლენებმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში 50-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანი დააკავეს. ორი მათგანი დაიღუპა, კიდევ ორი მძიმედ დაშავდა რეიდის დროს. ბაქომ მოითხოვა დამნაშავეების დასჯა.
1751723855
საზოგადოებამაია ბითაძე: უცხოეთშიც კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიციის შანსი ნულია - თვითგანადგურების ისტორიული მაგალითი გვაქვს, როგორ შეიძლება ოპოზიციამ ქვეყანაში საკუთარ თავს ბოლო მოუღოს
უცხოეთშიც კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიციის შანსი ნულია, მიუხედავად იმისა, ისინი შეერთდებიან, გაიყოფიან თუ სხვა ფორმით იქნებიან გადახალისებულად წარმოდგენილები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პა...
1751723181
საზოგადოებამაია ბითაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა - აღარავის აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს ხელს უშლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში
ბუნებრივია, პრეზიდენტს გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა ამ პოლიტიკური ვითარებაში, სადაც სპეკულაციებისა და ასე ვთქვათ სიცრუის ტირაჟირების ფონზე ჩვენი რადიკალური ო...
1751723120
საზოგადოებაკობა კობალაძე: საკმაოდ ბევრი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში - დიდება გმირებს
32 წელი კამანის ტრაგედიიდან. დღეს, აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა...
1751722970
საზოგადოებადავით მათიკაშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე: წესით, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ვისაც სურს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამ შანსით უნდა სარგებლობდეს
მიხეილ ყაველაშვილმა მკაფიო განაცხადი გააკეთა, როდესაც დანაშაულში მხილებულ ადამიანებს შანსი მისცა, რომ სრულყოფილად ჩაერთონ არჩევნების პროცესში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო...
1751722925
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს?
ის ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს. თან, იმ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია...