დავით მათიკაშვილი: საქართველო დღევანდელი მოცემულობით არა თუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით უსწრებს.
„წარმატება და პროგრესი თუ ვინმეს ობიექტურად აინტერესებს, ადგნენ, გახსნან ევროკავშირის შესაბამისი ვებ-გვერდი, მოძებნონ ევროკავშირის წიაღში არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციების ანგარიშები და ნახავენ, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით არათუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს ბევრი მიმართულებით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1784053427
საზოგადოებასაქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინ...
1784050990
საზოგადოებაქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ში...
1784050075
მსოფლიონეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აცხადებს ის ნ...
1784046658
მსოფლიოგაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმ...
1784044486
საზოგადოებაზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა...




























