საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს, რაც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით მიიჩნევა ოპტიმალურ რაოდენობად.
„რა თქმა უნდა, ამ სისტემების განვითარება გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან საერთაშორისო სპეციალისტები. მათი რეკომენდაციების საფუძველზე ხდება სწორედ ამ სისტემების განთავსება, იმისთვის რომ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტიანი იყოს ის მოსალოდნელი პროგნოზები და გაფრთხილებები, რასაც ჩვენი ეროვნული მეტეო სამსახური გასცემს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის“ ეთერში.
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, წყლის დონეების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას, რაც ხელს უწყობს ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტურობის გაზრდას.
ასევე, სააგენტოში დაინერგა ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა, რომელიც თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ოპერატიული შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი გაფრთხილებების დროული გავრცელება, რაც მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, ისე მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოება და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის დანერგვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავლობითი საფრთხის შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.
სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში, ასევე მნიშვნელოვნად გააფართოვა გეოლოგიური მონიტორინგის ქსელი, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრულ უბნებზე თანამედროვე აპარატურის ინსტალაცია, ასევე სატელიტური გამოსახულებების დამუშავება (InSAR ტექნოლოგია). ქვეყნის მასშტაბით 28 მეწყრულ სხეულზე დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემები, მათ შორის 22 ინტეგრირებულია ერთიან სერვერულ პლატფორმაზე.
1784050990
საზოგადოებაქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ში...
1784050075
მსოფლიონეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აცხადებს ის ნ...
1784046658
მსოფლიოგაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმ...
1784044486
საზოგადოებაზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა...
1784041994
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანე...





























