დედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა.
კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ალექსანდრე ჩივაძე არის ადამიანი, რომელიც მისთვის და კიდევ ბევრი ქართველი სპორტსმენისთვის მაგალითის მიმცემი იყო.
„ჩემთვის დიდი პატივია, 70 წლის იუბილე მივულოცო თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტანს, ალექსანდრე ჩივაძეს. საშა იყო ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავდაუზოგავი შრომით, საქმისადმი სიყვარულით, პროფესიონალიზმით მიაღწიო წარმატებას. ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, როდესაც გუნდმა ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა - მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. რა თქმა უნდა, ამან ქართველ ხალხს ძალიან დიდი სიხარული მოუტანა და ამ მატჩში მონაწილე ყველა ფეხბურთელი იქცა ლეგენდად და ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მან, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, მადლობა გადაუხადა ვეტერან სპორტსმენს მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის.
„როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად, თქვენი ხელმძღვანელობით, მომეცა შესაძლებლობა, შემდგარიყო ჩემი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი ჩემს პროფესიონალად და წარმატებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, რასაც ძალიან ვაფასებ. თქვენ ხართ ცოცხალი ლეგენდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მან ალექსანდრე ჩივაძეს უსურვა ჯანმრთელობა, წარმატება და ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ბევრი წარმატების ნახვა.
1746295333
საზოგადოებალევან მურუსიძე: დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება
რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურ...
1746292522
საზოგადოებაზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...
1746290616
საზოგადოებაალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...
1746286625
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა
საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განა...
1746285556
საზოგადოებაქადაგიშვილი: ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს
„მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გან...