ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თბილისი საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF) ეგიდით დაგეგმილ 2025 წლის IMMAF-ის მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე თბილისში გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება. ტურნირი სენიორებსა და იუნიორებს შორის გაიმართება.

საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი IMMAF-ის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა.

„ჩვენთვის დიდი პატივია IMMAF-ის ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა. საქართველოში MMA-ი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ეს კი, რა თქმა უნდა, ისეთი სპორტსმენების დამსახურებაა, როგორებიც არიან ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე; მათმა წარმატებამ არაერთ ახალგაზრდას მისცა მოტივაცია ივარჯიშოს MMA-ში და გახდეს მსოფლიო დონის მებრძოლი.

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ IMMAF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე და მათ მიერ მიღწეული შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო უძლიერესი მებრძოლებისა და უნიჭიერესი სპორტსმენების ქვეყანაა. მიგვაჩნია, რომ IMMAF-ის ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ამ სპორტის სახეობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. საქართველო მზადაა, მაღალ დონეზე ჩაატაროს მსოფლიოს პირველობა. ქართველების სტუმარმასპინძლობის დამსახურებით კი, დარწმუნებული ვართ, რომ 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული,“ – განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746276135

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ჩვენ სანქციებს გვიწესებენ და ყოველდღიურად გვემუქრებიან იმისათვის, რაც არ ჩაგვიდენია და ლიბერალურ სიგიჟეებში ჩაძირულ გერმანიას არ იმჩნევენ, თუ არ ამჩნევინებენ „დიფ სთეითთან“ მებრძოლ ტრამპს?!

„გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. მიუხედავად ვენსის განცხადების, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარული ძალაა და...

ზურაბ ქადაგიძე

1746272825

საზოგადოება

მათიკაშვილი: რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოიქცევა ისე, როგორც დაავალებენ. „რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს...

დავით მათიკაშვილი

1746272406

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, მაგრამ აშშ-ის შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში ძალებს იკრებს და არსად წასულა!

გერმანიაში პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა, - წერს...

დავით ჩიხელიძე

1746271798

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოლიცია მოქმედებს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიცია, როგორიც არის - საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ

„ჩვენი პოლიცია მოქმედებს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიცია, როგორიც არის - საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...

ლევან მაჭავარიანი

1746268536

საზოგადოება

ვოლსკი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვაზე: საქართველოსთან ვავლებთ ხოლმე პარალელებს. ჩვენ „ნაცმოძრაობას“ ვუპირისპირდებით ფაქტებით, მათგან ერთიც იქნებოდა საკმარისი, ყოფილი წევრებისთვის აეკრძალათ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს მედიას...

გია ვოლსკი