ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა

ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზმა განაცხადა, ავსტრალიელმა ხალხმა ხმა ავსტრალიურ ღირებულებებს მისცა.
„ჩვენი მთავრობა ავსტრალიურ გზას აირჩევს, რადგან ჩვენ ვამაყობთ იმით, ვინც ვართ და ყველაფრით, რაც ერთად ავაშენეთ ამ ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება სხვებისგან თხოვნა, სესხება ან კოპირება. ჩვენ არ ვეძებთ შთაგონებას საზღვარგარეთიდან. ჩვენ მას აქ, ჩვენს ღირებულებებსა და ჩვენს ხალხში ვპოულობთ“, – განაცხადა მოქმედმა ალბანეზმა.
ავსტრალიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის „ლეიბორისტულ პარტიას“ 150 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში 82 მანდატი აქვს მოპოვებული. ოპოზიციური „ლიბერალურ-ნაციონალური კოალიციის“ ლიდერმა, პიტერ დატონმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალბანეზს გამარჯვება მიულოცა.
1746292522
საზოგადოებაზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...
1746290616
საზოგადოებაალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...
1746288065
საზოგადოებადედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებ...
1746286625
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა
საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განა...
1746285556
საზოგადოებაქადაგიშვილი: ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს
„მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გან...