დიმიტრი სამხარაძე წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნაზე: ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერებული ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის, ეს იყო ნაცური დროშა!

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს.

რაც შეეხება ნახევრად ჩამოჭრილ საქართველოს სახელმწიფო დროშაზე ევროკავშირის დროშის მიკერებას, სამხარაძის განცხადებით, ეს დროშა არ არის. მისივე თქმით, თუ უკრაინის მუნიციპალიტეტების შენობებზე საქართველოს დროშებს აღმართავენ, შემდეგ ჩვენც განვიხილავთ მათი დროშის აღმართვას.

„წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს, საქართველოს! ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერილი ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის! ეს იყო ნაცური დროშა! პირიქით რომ ყოფილიყო, კიდევ ჯანდაბას! რაც შეეხება უკრაინის დროშას, მას შემდეგ რაც უკრაინის ყველა მუნიციპალიტეტის შენობაზე საქართველოს ეროვნულ დროშას აღმართავენ, მერე შეიძლება ჩვენც განვიხილოთ მაგათი დროშის დაკიდება! ჩვენი დროშის დამახინჯება არავის გამოუვა!"- წერს დიმიტრი სამხარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762621197

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ილია ჭავჭავაძემ მოგვცა სამი საუნჯე - მამული, ენა და სარწმუნოება - სახელმწიფო განუყოფელია ამ სამი საუნჯისგან, როგორც კი ერთს დავკარგავთ, დავკარგავთ სახელმწიფოსაც და ეროვნულ იდენტობასაც

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადების 188-ე წლისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „შემთხვევით...

შალვა პაპუაშვილი

1762619590

საზოგადოება

პროკურატურამ შეკვეთით მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, ჯგუფურად, ანგარებით ჩადენილი მკვლელობისთვის და ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ერთ პ...

პროკურატურაა

1762616583

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანები

რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით...

მიხეილ ყაველაშვილი

1762614712

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ჩანაწერებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან

„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს“, - ამის შესახებ პარ...

ლევან მახაშვილი

1762613396

სპორტი

სამბისტი ავთო მუკბანიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე ავთო მუკბანიანმა (64 კგ) სპორტულ სამბოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალი მონღოლ სპორტსმენთან დათმო. ამ დ...

ავთო მუკბანიანი