ევრო 2024-ზე დასასწრებად სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა 24 მაისიდან დაიწყება

24 მაისიდან ევრო 2024-ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ პორტალზე TKT.GE, 13:00 საათიდან.

აღსანიშნავია, რომ ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. ის ვალდებულია, გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, სუბსიდირებული ავიაბილეთებით თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან გერმანიის ოთხი ქალაქის - დორტმუნდის, ჰამბურგის, კელნისა და დიუსელდორფის მიმართულებით მთავრობის სუბსიდირებული ჩარტერებით გაემგზავრონ. განისაზღვრა იმ ავიაკომპანიების სია, რომლებიც ევრო 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ, ესენია: Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings.

ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი და შესაბამისად, დაესწრონ ერთ, ორ ან სამივე მატჩს. აღსანიშნავია, რომ პორტალზე მითითებული იქნება ოპტიმალური მიმართულება გერმანიის კონკრეტული აეროპორტიდან საფეხბურთო მატჩის მასპინძელ ქალაქში მოსახვედრად.

ევრო 2024-ის 3,000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 390 ევროს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1718533973

საზოგადოება

მზექალა შანიძე „ნატო ვაჩნაძის პრემიის“ გამარჯვებული გახდა

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით "ნატო ვაჩნაძის პრემიის'' გამარჯვებული წელს ქალბატონი მზექალა შ...

მზექალა შანიძე

1718526625

საზოგადოება

მთავრობის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ სალომე კორკოტაშვილმა აჭარის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე იმღერა

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა, იგივე სალიომ, მთავრობის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მეორე დღეს, ბათუმში, აჭარის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ბენდთან ე...

სალომე კორკოტაშვილ

1718526141

საზოგადოება

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  მოს...

ამინდი

1718522732

საზოგადოება

„ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა. როგორც კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან.  „საქართველოში საკმარისად არია...

ააა

1718521335

ახალი ამბები

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრ...

ირაკლი კობახიძე