ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონსა და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს და „გარემოსდაცვითი შეფასების“ კოდექსში დაგეგმილ სიახლეებს.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

„კანონპროექტის მთავარი არსი ის არის, რომ ერთი მხრივ, მცირე სიმძლავრის მქონე წარმოებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ისარგებლონ შეღავათებით და მეორე მხრივ, ეს შეღავათები არ იყოს ბოროტად გამოყენებული ცალკეული აქტორების მიერ. კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის ენერგოგაერთიანების რეგულაციებთან და იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

დაგეგმილი ცვლილებებით, უმჯობესდება აღსრულების მექანიზმები და მკაფიოდ განისაზღვრება კოდექსით გათვალისწინებული თითოეული პროცედურა და ეტაპი.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746541730

საზოგადოება

პაატა სალია: მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს

მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით. სალია გამორიცხ...

სალია

1746541655

მსოფლიო

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული ტყვეობიდან 205 უკრაინელი მებრძოლი სამშობლოში დაბრუნდა. „დღეს უკრაინამ...

სამხედრო ტყვეები

1746540482

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია „მეგობარი აქტზე“: სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად

სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად, - განა...

ირაკლი კირცხალია

1746540265

საზოგადოება

მეუფე იაკობი: რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება?

„რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% მოახდინა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?“ - ამის შე...

გფ

1746537895

მსოფლიო

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს და იმედი გამოთქვა, რომ მის ამ სურვილს რუსეთის ხელისუფლება დააკმაყოფილებს. ჟურნალისტებმა...

 რამზან კადიროვი