გიორგი აბდალაძე: პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობას იხსენებს.
აბდალაძის თქმით, მათთან ერთად ფუქსში პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, მას გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
„სუნი იდგა საშინელი, ჩვენც ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, მერე რაღაც პერიოდის შემდეგ, რომ სადაც შევდიოდი ბოდიშს ვუხდიდი, იმიტომ რომ დაბანის საშუალება არ გვქონდა, გვითიშავდნენ წყალს, აბაზანაში არ გვიშვებდნენ, ვყარდით ჩვეულებრივად. ფუქსში რომ ვიყავით, იატაკზე რომ ვიწექით, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წინ იყო, ირაკლი აქეთ მხარეს, ირაკლის მოპირდაპირე მხარეს პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო და იყო ნაცემი, დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ჩვენ საუბრის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ ერთმანეთთან. შუაში დადიოდა ერთ-ერთი ზედამხედველი, გვაგინებდა თქვენ გიჩვენებთ ახლა სეირს, ხომ არ გგონიათ რამე გიშველითო“,-განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.
ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.
2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.
1746010013
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1746008902
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“- რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს
წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, - განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფ...
1746008718
საზოგადოებავარძიის მიმდებარედ, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
ვარძიის მიმდებარედ მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. არსებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. გავრცე...
1746008164
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვით-თქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე, დამადო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, გათხრილ საფლავ...
1746004685
საზოგადოებასუბარი გიორგი აბდალაძეს: ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, შემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი - თქვენი ეს ფოტო რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულებაა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ და კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 27 მაისს, მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვ...