ვატო შაქარიშვილი: საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ

საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და ამის პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს მოვუსმინეთ ქართველ დედას, ქალბატონ თამარ არღვლიანს, რომელიც მოკლული შვილის დასატირებლად ცარიელ საფლავზე მიდის. მისი უდანაშაულო შვილი დავით ცინდელიანი გაიტაცეს, დახვრიტეს და ზღვაში ჩაძირეს. იგივე დამართეს პაატა ქარდავას. საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და ამის პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროკავშირის ინსტიტუტებში, ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ, რეზოლუციებს იღებენ, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ დამნაშავეების უპირობო გათავისუფლებისკენ.
თითოეული ევროპარლამენტარი [რეზოლუციის მხარდამჭერი], ის 324 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხდებიან სასტიკი დანაშაულების თანამონაწილეები და არიან „კოლექტიური როინ შამათავები“, რომელიც იყო ჯალათი და აღასრულებდა დავალებებს. ამ ფონზე არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ქართულ საზოგადოებაში ისეთივე მიუღებლობა გაჩნდა ევროკავშირის მიმართ, როგორიც ჩვენ გვაქვს და ყოველთვის გვექნება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მისამართით“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
ევროპარლამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიძულვილის ენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას - ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზება ევროკავშირის დონეზე.
1750351190
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე...
1750349205
ახალი ამბებიავარია აჭარაში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენი...
1750344882
მსოფლიონეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე: ირანში არავინ არის ხელშეუხებელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ გამორიცხა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ დარტყმა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. „მე გავეცი მითითება,...
1750344083
მსოფლიოირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის...
1750343993
მსოფლიოირანმა აშშ-ის ბაზებზე დარტყმებისთვის რაკეტები მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი კონფლიქტში ჩაერთვება - CBS
ირანმა მოამზადა რაკეტები და აღჭურვილობა რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები შეუერთდება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ საკითხზე ინფორმირებულმ...