გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოსა და მის მიმართ ოპოზიციის ქმედებებს განცხადებით ეხმაურება.
მისი თქმით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად მასზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე:
„მინდა გამოვეხმაურო ზეწოლის კამპანიას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე.
მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად პატივს ვცემ თავისუფალი გამოხატვის უფლებას - ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც დაცულია ევროპული დემოკრატიული სტანდარტებით - ეს უფლება უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობით და კანონიერი ქცევის ფარგლებში. როდესაც ასეთი ქმედებები სცილდება მისაღებ საზღვრებს, ისინი ავლენენ სამართლებრივი საფუძვლების ან მტკიცებულებების ნაკლებობას/არ არსებობას ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების დასამტკიცებლად.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერანაირი ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“(EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.
მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, ჩემთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად და დაუღალავად ვიმუშაოთ რათა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებმა, არამედ საქართველოს თითოეულმა ამომრჩეველმა მიიღოს სრული და სწორი ინფორმაცია არჩევნების, განსაკუთრებით კი პოსტ საარჩევნო პერიოდში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ.
და ბოლოს მინდა ვუთხრა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, მათ ვინც გახდა უსამართლო ზეწოლის მსხვერპლი, გამოვიყენებ ყველა ადამიანურ და სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვა თქვენი უფლებები. თქვენი თავდადება და გამძლეობა არის საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედი და ჩვენ არ ვიქნებით მერყევი დემოკრატიის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით“, - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.
1731773390
სპორტივილი სანიოლმა უკრაინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლ...
1731768378
სოციალური მედია„სასწაული გოგო ხარ“ - გურამ ლომიძის რჩეული ახალ ფოტოებს გვიზიარებს
მას შემდეგ რაც „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე და ივანა მელაი დაშორდნენ, დიდი დრო გავიდა. მომღერალს ახლა შეყვარებული ჰყავს და მისი რჩეული ეკატერინე ტუღუშია, რომელიც სოციალურ ქსელში საკმა...
1731762621
სოციალური მედია„როგორ ზრუნავს პატარაზე“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ახალ კადრებს გვიზიარებს
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე კვირის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. ჯანეტი, რომელიც მშობიარობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან...
1731757151
სოციალური მედია„გული ვერ იტევს“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი
ორსული, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანია, რომელმაც რამდ...
1731755401
საზოგადოებაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ცენტრალურმა საარჩევნო კომისია ავრცელებს. „შემ...