გიორგი კალანდარიშვილი: გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

„ჩვენ გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ არის მცდელობა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა იმის თაობაზე, რომ თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

კალანდარიშვილმა ისაუბრა, თუ რატომ ხდება ცესკოს დისკრედიტაცია და მათი საწინააღმდეგო განცხადებებით საზოგადოების მანიპულირება.

მან აღნიშნა, რომ პროკურატურის შუალედური დასკვნითაც ვერ დგინდება და არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

მისივე თქმით, ზოგიერთი დაინტერესებული მხარე, ცდილობს, ამომრჩეველი არ იყოს სწორად ინფორმირებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ლოგიკურ კითხვებს დასვამს.

„ის, ვინც გაიაზრებს ყველაფერს, ვისაც კრიტიკული აზრი გაუჩნდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იქ ბუნებრივია, გაჩნდება ლოგიკური კითხვები, რომელიც ელემენტარული მდგომარეობს იმაში, რომ პასუხი მოეთხოვება ამ ბრალდების მხარეებს - რასაც ამბობენ, წარადგინონ მტკიცებულებები - რაშიც ბრალს გვდებენ, წარადგინონ შესაბამისი ფაქტები. კარგად ვხედავთ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ დღევანდელ დღემდე ეს ყველაფერი გრძელდება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746191064

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობი...

 ირაკლი კობახიძე

1746187042

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შე...

საქართველოს პრეზიდენტი

1746185053

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს, ატანა არ აქვთ, მაგრამ უნდა იყვნენ გაერთიანებულები სხვადასხვა პარტიული ნიშნებით მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი არის მათი პატრონის დავალება

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ იძულებულები არიან გაერთიანდნენ ს...

არჩილ გორდულაძე

1746184968

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველო წარუმატებელია

 ფაქტებით, მტკიცებულებებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რეალურად დღეს საქართველოს აქვს არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ეს ეკონომიკური ზრდა რეალურად დგას თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის სამსახურში, -...

მიხეილ სარჯველაძე

1746184899

სპორტი

გურამ კაშია: 8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს აქვს მნიშვნელოვანი მატჩი, მინდა ვუსურვო წარმატება მათ და მინდა გთხოვოთ, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ყველამ ჩვენს ნაკრებს

 საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია გულშემატკივარს 8 მაისს, ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც გურამ კაშია სოც...

გურამ კაშია