არჩილ გორდულაძე: ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს, ატანა არ აქვთ, მაგრამ უნდა იყვნენ გაერთიანებულები სხვადასხვა პარტიული ნიშნებით მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი არის მათი პატრონის დავალება

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ იძულებულები არიან გაერთიანდნენ სხვადასხვა პარტიული ნიშნებით მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი არის მათი პატრონის დავალება.

„ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს, ატანა არ აქვთ, მაგრამ უნდა იყვნენ გაერთიანებულები სხვადასხვა პარტიული ნიშნებით მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი არის მათი პატრონის დავალება. მათ პატრონს ჰგონია, რომ თუ დაქსაქსავს „ნაცებს“ სხვადასხვა პარტიაში და შემდეგ შეეცდება, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები მოატყუოს, რომ კოალიციური მმართველობით შესაძლებელია, რომ კოლექტიური „ნაცები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამით თავის მავნებლურ მიზანს მიაღწევს. „ნაცი“ ხელისუფლებაში ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდება იმიტომ, რომ ასეთია მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“, - განაცხადა გორდულაძემ.

რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებაა. მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხია. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ნიკა გვარამია და ნიკა მელიაც დაუპირისპირდნენ. მელია უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას თავს არიდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ის და გვარამია დიდი ხანია პარტიულ საქმიანობას სხვადასხვა ოფისიდან ეწევიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209865

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ