გიორგი კალანდარიშვილი: პროპაგანდისტული კამპანიების შედეგია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუქმნა აღქმა, თითქოს არჩევნები გაყალბდა - გაყალბება, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ასე ჰაერზე, უსაფუძვლოდ საუბარი არ შეიძლება

„პროპაგანდისტული კამპანიების შედეგია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუქმნა იმის აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის მძიმე შემთხვევა და ა.შ.“ - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, გაყალბება, მანიპულაცია, ძალიან მძიმე ბრალდება და უსაფუძვლოდ საუბარი არ შეიძლება.

„მოდით ფაქტებით ვისაუბროთ: დღეის მდგომარეობით, სადაც დარღვევა იყო, იყო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, გატარდა შესაბამისი ზომები. გვესმოდა ბრალდებები, რომელთა გამოკვლევა ჩვენ ხელთ არ გვეწიფებოდა და ჩვენი ინსტიტუციის კომპეტენციას არ შეესაბამებოდა, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას რომ კომპლექსური გამოძიების ფარგლებში ობიექტური ჭეშმარიტება დადგენილიყო და საზოგადოებას ჰქონოდა სწორი ინფორმაცია და ამასთანავე სათანადო რეაგირება განხორციელებულიყო ბრალდებებთან მიმართებით.

რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომელშიც ცალსახად იკითხება, რომ არანაირი მტკიცებულებები გაჟღერებულ ბრალდებებთან მიმართებით არ არის წარდგენილი, რომელიც მისცემდა პროკურატურას ან ჩართულ მხარეს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი. გაყალბება, მანიპულაცია, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და მისი ასე, ჰაერზე, უსაფუძვლოდ საუბარი არ შეიძლება.

დღეს საზოგადოებაში კვლავ მიდის იმ აღქმის ფორმირება, რომ ერთი - თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და მეორე, ამით მიდის იმ ბმის გაკეთება, რომ თითქოს ეს არჩევნებიც (თვითმმართველობის) იქნება მანიპულირებადი“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753725503

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრე...

ლევან მაჭავარიანი

1753725452

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქა...

შალვა პაპუაშვილი

1753722544

მსოფლიო

ტრამპი: უკვე დავასრულე უამრავი ომი სულ რაღაც ექვს თვეში - ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ

ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ახლახან ვესაუბრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და კამბოჯის პრემიერ-მინისტრს. სიამოვნებით გ...

დონალდ ტრამპი

1753720513

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარება ღაზაში შევიდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მან ღაზაში შიმშილის გულის ამაჩუყებელი კადრები იხილა და რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს დახმარების დასაშვებად. „არ ვიცი, ყველას გაქვთ თუ არა ნანახი...

ჯეი დი ვენსი

1753718850

საზოგადოება

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს ალექსანდრა შეპარდს და ოლივერ დიქსონს შეხვდა. „შეხვედრაზე განსაკუთ...

მარიამ ლაშხი