რომის პაპმა ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა უწოდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ არჩევის შემდეგ კარდინალებთან პირველი შეხვედრა გამართა. სიტყვით გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც მისი აზრით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის და აღნიშნა, რომ ეს კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
პაპის თქმით, ხელოვნური ინტელექტი პრობლემას უქმნის „ადამიანის ღირსების, სამართლიანობისა და შრომის“ დაცვას. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკლესიამ საკუთარი სოციალური სწავლება უნდა გამოიყენოს, როგორც ახალ სამრეწველო რევოლუციასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე პასუხი.
ახალმა პონტიფიკოსმა ასევე განმარტა, რატომ აირჩია სახელი ლეო. მისი თქმით, ის თავს პაპ ლეო XIII-სთან აიგივებს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 1878-1903 წლებში ხელმძღვანელობდა და ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისში მუშათა უფლებებს იცავდა.
ლეო XIV რომის პაპად 8 მაისს აირჩიეს. ის კათოლიკური ეკლესიის პირველი ამერიკელი მეთაური გახდა.
1747056761
საზოგადოებაGEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია
16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პი...
1747055235
ახალი ამბები„თანამედროვე „აზრის პოლიცია“ ებრძვის ნებისმიერ ინფორმაციას თუ პოზიციას, რომელიც ლიბერალურ-გლობალისტურ დღის წესრიგს არ ემთხვევა“ - კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com-ის განცხადება
კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com განცხადებას ავრცელებს. როგორც geo-first.com-ის განცხადებაშია აღნიშნული, აზრის პოლიციის“, ანუ საერთაშორისოდ მოქმედი ე.წ. „ფაქტ-ჩეკერების“ ს...
1747053081
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო
12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახი...
1747053017
ახალი ამბებითბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა. პროკურატურის...
1747048698
საზოგადოებამეუფე შიო: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა. რადგან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მის ნაცვლად საქართველოში გამოგზავნა ანდრია მოციქული
როდესაც მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, - განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ...