შალვა პაპუაშვილი: ისინი, ვისაც გავუხსენით ჩვენი კარი, გული, ზუსტად მათ ჩაგვაფურთხეს სულში და გადაწყვიტეს, რომ რადგანაც კარი გავუხსენით, შეუძლიათ შემოვიდნენ და თავის გემოზე მოგვიწყონ სახლი

ისინი, ვისაც ჩვენ გავუხსენით ჩვენი კარი, ჩვენი გული, ჩვენი სული, ზუსტად მათ ჩაგვაფურთხეს სულში და გადაწყვიტეს, რომ რადგანაც ჩვენ კარი გავუხსენით, შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს სახლში და თავის გემოზე მოგვიწყონ სახლი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, ეს არის ქართველი ხალხისთვის დიდი გაკვეთილი.
„ჩვენ ვენდეთ, კარგი გავუხსენით, გული გავუხსენით, სული გავუხსენით ევროკავშირის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართველმა ხალხმა ვიომეთ მათთვის, ქართველმა ხალხმა ვაკეთეთ ყველაფერი. ჩვენი ომებიც გადავიტანეთ, მათი ომებიც ვიომეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს დაეფასებინათ, აქ გვიწყობენ ქვეყნის დამხობას, სულში გვაფურთხებენ, საკუთარი ხალხის დასმა უნდათ და ისე ცივსისხლიანად შემოგხედავენ და ერთ სიტყვასაც არ გეტყვიან, რომ წუხან, რომ ეს მოხდა. ორი პოლიციელი იყო მძიმედ დაშავებული, სულ 25 დაშავდა. ვინმემ მოიკითხა? ეს ელჩები სულ წუხილზე რომ არიან ხოლმე, ერთი მოიკითხა ვინმემ, პოლიციელს რა დაემართა იმ ხალხის გამო, რომელსაც მათ ხელი გადაუსვეს და მათი მხრიდან მოწონებული ხალხი, რომელიც შევარდა პრეზიდენტის რეზიდენციაში. ამიტომ, ეს არის ყველაზე საწყენი და ყველაზე დიდი გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის. ისინი, ვისაც ჩვენ გავუხსენით ჩვენი კარი, ჩვენი გული, ჩვენი სული, ზუსტად მათ ჩაგვაფურთხეს სულში და გადაწყვიტეს, რომ რადგანაც ჩვენ კარი გავუხსენით, შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს სახლში და თავის გემოზე მოგვიწყონ ჩვენი სახლი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1760558012
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში
„ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ...
1760557909
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით
სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარ...
1760557858
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს ცენტრალური პროსპექტი, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, სახელმწიფოს მართებს ზომების მიღება
კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს მაგისტრალი, ცენტრალური პროსპექტი, შეაფერხოს მოძრაობა, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმ...
1760557757
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს - ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის
საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილ...
1760557711
ახალი ამბებიპრემიერი: მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, გამჭვირვალეა, მთლიანად ჩავკეტეთ ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
ჩვენ ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დალაგებული ისე, რომ შეგვიძლია, მთლიანად დავკონცენტრირდეთ ყველა ხარვეზის აღმოფხვრაზე, ეს გვაძლევს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ბრძოლის საშუალებას, - განაცხადა სა...