გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი აქვთ გახარიელებსაც. ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას
გვახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც. მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, გახარიას პარტიის ყველა მცდელობა სინთეზშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„ასე ხდებოდა 4 მუნიციპალიტეტში. სენაკში პირდაპირ პროცედურების ყველანაირი დარღვევით ჩაატარეს სხდომა და აირჩიეს თავმჯდომარეები, გაინაწილეს სხვადასხვა პოზიციები და ეს ყველაფერი არ არის ერთეული შემთხვევები. მთელ რიგ შემთხვევებში მათ მისწერეს მოღალატეობრივი წერილი ევროკავშირის წარმომადგენლებს და ბიუროკრატიას, რომ საქართველოსთან არავითარი ურთიერთობა არ უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული. მათი ყველა მცდელობა სინთეზშია „ნაციონალურ მოძრაობასთან““, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შევიდა. ასაკრძალ პოლიტიკური პარტიების სიას „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა. მმართველი გუნდის შეფასებით, გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილია და მისი საქმიანობაც ანტი კონსტიტუციურია. „ქართულმა ოცნებამ“ შესაბამისი არგუმენტები და დასაბუთება საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ განახლებულ სარჩელში ასახა.
1789995353
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სპეციალური...
1789994004
ახალი ამბებიპოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა,...
1789993251
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ.-ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგი...
1789992708
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: მიიღეს თუ არა დავალება, ამ სამარცხვინო ადამიანმა ასეთი განცხადება გააკეთა, არ გამოუვა ბატონ გვარამიას ასეთი სიბინძურე
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აფხაზებისა და ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივება საქართველოსა და მისი მოქალ...
1789992587
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ეს არის „ნამოხვანჰესი 2“ - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ
„თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ“, - ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კონსერვატორული ძალების მიერ Eagle Hills-ის წინააღმ...



























