სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა - შიო III-მ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
მსახურებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
„აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი, კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრების, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები“, - აღნიშნა ქადაგებისას მისმა უწმინდესობამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აჭარის სულიერ როლზე, ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა. ხოლო, მიტროპოლიტ დიმიტრის, ეპარქიაში 30-წლიანი მოღვაწეობისთვის, მათ შორის, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, ინტრონიზაციის შემდეგ, პირველად ჩამობრძანდა აჭარაში.
როგორც ცნობილია, უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება, უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი.
1789995353
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სპეციალური...
1789994004
ახალი ამბებიპოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა,...
1789993251
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ.-ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგი...
1789992708
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: მიიღეს თუ არა დავალება, ამ სამარცხვინო ადამიანმა ასეთი განცხადება გააკეთა, არ გამოუვა ბატონ გვარამიას ასეთი სიბინძურე
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აფხაზებისა და ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივება საქართველოსა და მისი მოქალ...
1789992587
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ეს არის „ნამოხვანჰესი 2“ - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ
„თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ“, - ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კონსერვატორული ძალების მიერ Eagle Hills-ის წინააღმ...



























