გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება

 „თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რადგან, რომც არ მიიღონ მონაწილეობა, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება.

„გიგი უგულავამ პირდაპირ თქვა - უცხოეთიდან თუ გვეტყვიან, მონაწილეობა მიიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მოგვიწევს მონაწილეობაო. ამაზე მეტი რა თქვან? ზოგადად კი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რადგან „ნაცმოძრაობას“ ისედაც ბოლო ჟამი უდგას. რომც არ მიიღონ მონაწილეობა, ამის მსურველი ბევრი სხვა პარტია გამოჩნდება. მათ შორის, იაგო ხვიჩიას „გირჩი“ მანამდეც, თავიდანვე აფიქსირებდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებული იყო. პარტიის არსი სწორედ ეს არის - არჩევნებში იღებდეს მონაწილეობას. თუ არ იღებს, მაშინ რევოლუციისთვის უნდა ემზადებოდეს, რასაც რადიკალები, სხვათა შორის, ასევე აღიარებენ. ეს არის მათი ნაკლი სწორედ, რომ თავიანთ კრიმინალურ მიზნებს პირდაპირ აღიარებენ. აცხადებენ, რომ არჩევნებით ვერ მოდიან ხელისუფლებაში და აჯანყება და უბედურებაღა დარჩათ გამოსავლად. რა თქმა უნდა, ჩვენი შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო ამის საშუალებას მათ არ მისცემს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753725503

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრე...

ლევან მაჭავარიანი

1753725452

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქა...

შალვა პაპუაშვილი

1753722544

მსოფლიო

ტრამპი: უკვე დავასრულე უამრავი ომი სულ რაღაც ექვს თვეში - ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ

ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ახლახან ვესაუბრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და კამბოჯის პრემიერ-მინისტრს. სიამოვნებით გ...

დონალდ ტრამპი

1753720513

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარება ღაზაში შევიდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მან ღაზაში შიმშილის გულის ამაჩუყებელი კადრები იხილა და რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს დახმარების დასაშვებად. „არ ვიცი, ყველას გაქვთ თუ არა ნანახი...

ჯეი დი ვენსი

1753718850

საზოგადოება

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს ალექსანდრა შეპარდს და ოლივერ დიქსონს შეხვდა. „შეხვედრაზე განსაკუთ...

მარიამ ლაშხი