ირაკლი კობახიძე: ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ გადაწყვეტენ დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მათი საქმე
მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
კითხვაზე, როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დასანქცირებამდე რამდენიმე კვირით ადრე დატოვა მისმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ - გავრცელებული ეჭვია, რომ მას ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, ასევე, თავისი წილი „პოსტ ტვ“-ში სხვას გადაუფორმა ვიქტორ ჯაფარიძემ, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
„არ ვიცი, მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს. მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე. თუმცა, ჩემი საქმე არ არის, ყველაფრის კომენტირება. ეს არის შესაბამისი სუბიექტების გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ირაკლი რუხაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ამასთან, კითხვაზე, „იმედისა“ და „პოსტ ტვ“-ის სანქცირების გამო აპირებენ თუ არა დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, კობახიძემ აღნიშნა, რომ დაზარალებული მხარე არის „იმედი“ და „პოსტ ტვ“ და მოსარჩელე შეიძლება იყვნენ მხოლოდ აღნიშნული ტელეკომპანიები.
„ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები გადაწყვეტენ ამ ნაბიჯის გადადგმას, ისინი ამას გააკეთებენ. ეს არის მათი საქმე“, - აღნიშნა კობახიძემ.
1772346903
მსოფლიოირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსას...
1772345602
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია“. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს არის სამართლიანობის აღსრულება არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის...
1772345476
მსოფლიოირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. დადასტურებიდან მალევე,...
1772345368
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +4 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს,...
1772310719
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს
ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლ...































