პრემიერი: სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება

„სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-თან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველო მზად არის კონკრეტული მზაკვლევით განაახლოს აშშ-თან ურთიერთობა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“ თუ არა.

„რაც შეეხება აშშ-ის, კონკრეტული ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები უცხოელი აგენტები მიმართავენ აშშ-ს, რომ მათ მხარი დაუჭირონ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციას. ესეც ძალიან საინტერესოა, როდესაც „დიფ სთეითის“ ქართული აგენტურა „დიფ სთეითთან“ მებრძოლ ტრამპს მიმართავს მხარდაჭერის იმედით, ეს რბილად, რომ ვთქვათ უცნაურია.

არის გაცხადებული სურვილი, რომ დამარცხდეს „დიფ სთეითი“ აშშ-ში. ვნახოთ, თუ ეს ბრძოლა დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებით ამ შემთხვევაში სხვა მიმართულებით წარიმართება პროცესები. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“ ამ შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ სხვა განვითარებას. ჩვენ იმედს ვინარჩუნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს და ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების დალაგებას აშშ-ს და საქართველოს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772346903

მსოფლიო

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსას...

რეზა ფეჰლევი

1772345602

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია“. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს არის სამართლიანობის აღსრულება არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის...

ტრამპიტრამპი

1772345476

მსოფლიო

ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. დადასტურებიდან მალევე,...

 აიათოლა ალი ხამენეი

1772345368

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

პირველ მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +4 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს,...

ამინდი

1772310719

მსოფლიო

ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს

ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლ...

ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს