ირაკლი კობახიძე - არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას

„არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება მკაცრად დაუპირისპირდება სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავს მოხვევის ყველა მცდელობას, რაც ხდებოდა გარე, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით, წლების განმავლობაში.
„ამ ყველაფერს ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში და ესეც ხდებოდა გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით, მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით და არც მომავალში დავუშვებთ. ჩვენ დავუპირისპირდებით ძალიან მკაცრად სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავს მოხვევის აბსოლუტურად ყველა მცდელობას. ჩვენ გვაქვს საამაყო ქვეყანა და ძალიან ღირსეული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ითვლის 3 000 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ფარნავაზიდან მოყოლებული, ითვლის 23 საუკუნეს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დღემდე მოიტანეს ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა წინაპრებმა, მათ შორის, 90-იანი წლების ომების გმირებმა, 2008-წლის ომის გმირებმა და ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომ მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ეროვნული ინტერესები. ამისკენ იქნება მთავრობის საქმიანობა მიმართული მომავალშიც,“ - განაცხადა პრემიერმა.
1751034450
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ასე რომ, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს საკითხი არ არის
„როცა ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული აღწერა - რამდენი დაიბადა თუ გარდაიცვალა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში შობადობა დაბალია, ეს სამწუხაროდ ნამდვილად ასეა,...
1751030792
საზოგადოებაპრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება
ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...
1751030682
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას
ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, - ამის შესახებ საქართვე...
1751030254
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7242 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1751029563
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები
წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პა...