ირაკლი კობახიძე: ჩვენ კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი, შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც, სწორედ ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა - ქაოსის ნაცვლად

ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ აირჩია მშვიდობა ომის ნაცვლად და სტაბილურობა - ქაოსის ნაცვლად.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო შეესწრო საშინელ ტრაგედიას უკრაინაში. დასაწყისშივე, ჩვენი ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა. ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას როგორც გარედან, ისე შიგნიდან იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ! მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა — ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია, თუ მას სიმართლე არ იცავს. წლების განმავლობაში, გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში, მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავირჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია