ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, საცურაო აუზს

მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, საბოლოო მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მოიცავს, მათ შორის, საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ დარბაზებს, საცურაო აუზს და ა.შ.

„ასევე, მულტიფუნქციური ცენტრები უნდა მოიცავდეს შემეცნებით-კულტურულ ინფრასტრუქტურასაც, თავისი არსით უნდა იყოს თავიდან ბოლომდე მულტიფუნქციური. საბოლოო ჯამში, ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ყვარელი იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ყვარელში თეატრის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ღირებულება, დაახლოებით 10 მილიონი ლარია და აღნიშნა, რომ სამუშაოები მალე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751038020

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას, მთავარი ამოცანაა ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია

„ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიანი

1751035991

ახალი ამბები

პროკურატურამ სოფელ კაბალში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...

შემთხვევები

1751035452

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯერ ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და ბატონი გახარიას პარტია იგივე ძალებს ემსახურებიან და ფსონს მათზე აკეთებენ

ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის - როგორც დაუგეგმავენ, ისე მიიღებენ მონაწილეობას. თუ ეტყვიან, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს, არ მიიღებენ მონაწილეობას, რასაც ისინი აცხადებდნენ თვეების განმავლობაში...

ლევან მაჭავარიანი

1751035331

საზოგადოება

ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის...

ვიქტორ ორბანი

1751034450

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ასე რომ, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს საკითხი არ არის

„როცა ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული აღწერა - რამდენი დაიბადა თუ გარდაიცვალა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში შობადობა დაბალია, ეს სამწუხაროდ ნამდვილად ასეა,...

 დიმიტრი ხუნდაძე