ირაკლი კობახიძე: კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები - ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, კეთილსინდისიერება არის მთავარი

„კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები, ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა - ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა,
„კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები. ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში. კეთილსინდისიერება არის მთავარი. ზოგადად, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა - ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა, პროფესიონალიზმი. თუმცა, კეთილსინდისიერება მაინც არის უმთავრესი პრიორიტეტი. პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად არ უდგები საქმეს, პროფესიონალიზმს არ აქვს არავითარი ფასი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამთავრობო გუნდის კეთილსინდისიერებაზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი მიღწევები ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
1751035991
ახალი ამბებიპროკურატურამ სოფელ კაბალში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...
1751035452
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯერ ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და ბატონი გახარიას პარტია იგივე ძალებს ემსახურებიან და ფსონს მათზე აკეთებენ
ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის - როგორც დაუგეგმავენ, ისე მიიღებენ მონაწილეობას. თუ ეტყვიან, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს, არ მიიღებენ მონაწილეობას, რასაც ისინი აცხადებდნენ თვეების განმავლობაში...
1751035331
საზოგადოებაორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის...
1751034450
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ასე რომ, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს საკითხი არ არის
„როცა ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული აღწერა - რამდენი დაიბადა თუ გარდაიცვალა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში შობადობა დაბალია, ეს სამწუხაროდ ნამდვილად ასეა,...
1751030792
საზოგადოებაპრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება
ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...