ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის ფრენების ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabiს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს როგორც საავიაციო ნაწილში, ასევე ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.

„საქართველოს მთავრობის საავიაციო პოლიტიკა, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ახალი მიმართულებების, ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას საქართველოს ავიაბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული მარშრუტების და ავიაკომპანიების ჭრილში სიხშირეების გაზრდას. სწორედ ამ მიმართულებით შედგა შეთანხმება ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-სთან. ავიაკომპანია საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს და მისი დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია, ისევე, როგორც ზოგადად დაკავშირებადობის, ტურისტებისა და ვიზიტორების მოძრაობა საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ავიაკომპანია აბუ -დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში 8-ჯერ შეასრულებს, მათ შორის, ხუთშაბათობით დღეში ორჯერ. Air Arabia Abu Dhabi-მ 2021 წელს თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით დაიწყო ოპერირება, თუმცა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად რეისების რაოდენობაც გაზარდა.

„ჩვენთვის როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული მიმართულებით ყურის ქვეყნები წარმოადგენენ განსაკუთრებული ინტერესის სფეროს, განსაკუთრებულ პრიორიტეტს. წლიდან წლამდე მზარდია როგორც ტურისტული ნაკადები, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით მგზავრთა და ვიზიტორთა გადაადგილება. შესაბამისად, ავიაკომპანიის გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის პოლიტიკასთან“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

Air Arabia Abu Dhabi-ის მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეების გაზრდა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს საავიაციო პოლიტიკის წარმატებას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დინამიკას და ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე. ირაკლი ნადარეიშვილის პროგნოზით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 647 710 მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59% შეადგინა. ამასთან, 2025 წლის 6 თვეში საქართველოში ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა 47,430 ვიზიტი დაფიქსირდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754923902

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ ლანჩხუთში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი წარადგინა, ოზურგეთში - პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში - მინდია ჟღერია

პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა. მისი განცხადებით, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, ალექსანდ...

ირაკლი კობახიძე

1754923152

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მერობის კანდიდატებად ცაგერში ჭაბუკი ჭაბუკიანს წარვადგენთ, ლენტეხში - გიორგი გაზდელიანს, ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში - დავით ლობჟანიძეს

პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ორ მუნიციპალიტეტ...

ირაკლი კობახიძ

1754922162

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა - „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში

იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მა...

ირაკლი კობახიძე

1754922104

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მერები 6-დან 4 მუნიციპალიტეტში - ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ვარლამ წიკლაური, ბორჯომში - მამუკა გელაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, „...

ირაკლი კობახიძე

1754922039

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის მერობის კანდიდატები წარადგინა: გორში კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, კასპში ვახტანგ მაისურაძე, ხაშურში კი - პაატა ჩადუნელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა. მისი განცხადებით, შიდა ქართლის ოთხ...

ირაკლი კობახიძე