ირაკლი ზარქუა „MEGOBARI აქტზე“: მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან - უილსონის ინიციირებული სიგიჟეა

მავნებლური აქტი დავარქვათ, იმიტომ, რომ მას საერთო არაფერი აქვს მეგობრობასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას.

ზარქუა „MEGOBARI აქტს“ ჯო უილსონის ინიციირებულ სიგიჟეს უწოდებს.

„ბატონი უილსონი არის, აი ვინ გითხრათ, აი უკრაინაში ჰყავთ, რა ჰქვია სულ რომ ურტყამენ და არასერიოზულად აღიქვამენ, რადას დეპუტატი ერთი, გონჩარენკო. ჩვენთან მაგალითად ჩემ ხაბეს უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, იმიტომ, რომ რას ჰქვია ხაბე პარტიის თავმჯდომარე იყო, ნუ დასცინით, ახლა არ არის, მაგრამ ხომ იყო, იმას გაცილებით მეტი წონა აქვს ვიდრე უილსონს. აი უილსონის ინიცირებული რაღაც სიგიჟე და უილსონი ხომ იცით რომელი კონგრესმენია, აი ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ძვირი რომ გადაახდევინა ინაუგურაციის ბილეთებზე და მერე გარეთ წვიმაში რომ დააყენა, თაღლითი. პლუს ყიდის ყველაფერს, კონგრესმენია კაცი და ყიდის დროშებს, ემბლემებს, რაღაცა რომ ფული გააკეთოს. ამ კაცის, ამ ღირებულების, ამ მორალის კაცი არის ავტორი ამ ე.წ. აქტის“, - განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, ეს აქტი ნულოვანია და არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს. მანვე აღნიშნა, რომ ტრამპს არ სჭირდება დამატებითი აქტები, რომ რომელიმე ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციროს.

„რა წერია ამ აქტში, რომ საქართველომ თურმე გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს და კურსს და რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთთან გააფორმესო ხელშეკრულება და ანაკლიის პორტში ჩინელები შემოიყვანესო. პირველი, ჩვენ ერთი შვიდჯერ გვქონდა, მე პირადად ბრიფინგი და ჩვენს ლიდერებს კიდევ უფრო მეტი, რომ იქნებ ამერიკელები დაინტერესდნენ ანაკლიის პორტით და შემოვიდნენ - არც დაინტერესებულან, ინტერესიც არ გამოუხატავთ, რომ იქნებ შემოსულიყვნენ და ჩაედოთ კაპიტალი. ეს ერთი და მეორე, ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ გვამადლით და ჩვენ გვსაყვედურობთ? ლიდერი არ დარჩა ევროკავშირში, საფრანგეთი გინდა თუ ევროპის ქვეყნები, სადაც არ ეახლნენ და მოკავშირეობის ხელშეკრულება არ დადეს, ზოგმა სტრატეგიული, ზოგმა მემორანდუმი დადო ჩინეთთან და ესე იგი ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ესე იგი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ „გამჭვირვალობის კანონი“ - ჩვენ არ უნდა მივიღოთ. და ბოლოს, ჩვენთვის ნულოვანია, არანაირი ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს ეს აქტი და თან იმ ხალხმა დაუჭირა მხარი ჩვენს წინააღმდეგ, ვინც თავის დროზე ტრამპის დაჭერას და ტრამპის ჩამოგდებას აპირებდნენ და იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი და ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა?! არა, ბუნებრივია. და ბოლოს ყველას შევახსენებ, რომ ტრამპს ნამდვილად არ სჭირდება დამატებითი აქტები, რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი ან ჩვენი ქვეყანა დაასანქციროს, ეს არის ჩვეულებრივი უილსონის მიერ შეთითხნილი და გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული დემოკრატების მთელი არმიაა, 300-მდე კაცია და რესპუბლიკელების ნაწილი, რომლებიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება.

„ნორმალიზება მიდის ჩვენი ამერიკულ-ქართული ურთიერთობების, შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტორს: პირველი ის არის, რომ გახსოვთ ლუციფერს რომ ჰგავდა, მათი თეთრი სახლის სპიკერი რომ იყო, მილერი, დღე არ გავიდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა, ჩვენი ლიდერები, სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა - დამთავრდა ეს, სადმე ჩანს? ვინმე ახსენებს საქართველოს? თუ ახსენებს მხოლოდ იმ კონტექსტში, აგერ იყო ჩასული ჩვენი დელეგაცია, ბატონი დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური ბლოკი, ეროვნულ ბანკთან ერთად. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა და ასე, რომ ნორმალიზება მიდის ჩვენი პროცესების, იმათი არეულის დალაგება მიდის ახლა. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება, ეს მავნებლებს აქ უხარიათ და ირბინონ, უილსონები არიან თვითონ, გონჩარენკოები, აი ამათი ნამოქმედარით გაიხარონ გული“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია