კახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

„ცხადია, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, რა წარმატებაზეა საუბარი“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნების წინ, მიზანმიმართული მანიპულაციით, ცდილობდა თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინა, თითქოს გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდათ.

„ყველამ ვიცით, ვის რა რეიტინგი აქვს, რა შესაძლებლობა აქვს და რა შესაძლებლობა ჰქონდათ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების პროცესში და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ჩვეულებრივ, პირდაპირი აღიარებაა, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ვერ მოიგებდნენ. კვლევას ყველა ატარებს, მიდიოდა მიზანმიმართული მანიპულაციები ამასთან დაკავშირებით და იყო მცდელობები, რომ თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, თითქოს რაღაც რესურსი ჰქონდათ, მაგრამ ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის საერთო პლატფორმით შესაძლო მონაწილეობაზე აღნიშნა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე.“

„არ ვიცი, რა ახალ პლატფორმაზეა საუბარი. ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს. ბოლო იყო, თუ არ ვცდები,როდესაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბებოდნენ რაღაც გაერთიანების სახით, შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა. რა მნიშვნელობა აქვს აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ემსახურებიან სხვა ქვეყანას, სხვა ძალას და ცდილობენ გაატარონ თავიანთი პატრონების ინტერესები და მითითებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751030792

საზოგადოება

პრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება

ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...

პრემიერი, კობახიძე

1751030682

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას

ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, - ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1751030254

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7242 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ზოგადი

1751029563

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები

წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პა...

ირაკლი კობახიძე

1751028506

საზოგადოება

პრემიერი: რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია

რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხს...

ირაკლი კობახიძე