კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს
ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
„ცვლილებები უკეთესობისთვის არის შეუქცევადი პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი გახდა სისტემური. დავიწყებ სატრანსპორტო პოლიტიკით. გავიხსენებ იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ მიმართულებით გვქონდა - გაუბედურებული, ძირგამომპალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. ეკოლოგიური და ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით, მათი გამონაბოლქვი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. მეტროში იყო უდიდესი პრობლემები.
მინდა ასევე ვისაუბრო რეკრეაციის მიმართულებაზე. ბოლო წლებში, რაც ამ მხრივ ქალაქში გაკეთდა, საკმაოდ თვალსაჩინოა. გვაქვს ახალი პარკები, რეაბილიტირებული სკვერები, მწვანე არეალები, სპორტული მოედნები. მოხდა გასხვისებული არეალების დაბრუნება ქალაქისთვის. ეს იყო რეკრეაციული სივრცეები, სადაც კორპუსები უნდა აშენებულიყო და ჩვენ თბილისელებს მათი სახით მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები დავუბრუნეთ.
რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძირეულად კეთდება - იცვლება ძველი მიწისქვეშა კომუნიკაციები. არ არსებობს პროექტი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ და იქ პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები არ განვაახლოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მანვე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს და აღნიშნა, რომ: „ეს პროგრამები თითოეულ თბილისელს ეხება. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, ვისაც ჩვენი მხრიდან შესაბამისი თანადგომა სჭირდება. ყველა ჩვენი პროგრამა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთ ოჯახებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ.“
რაც შეეხება დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს, კახა კალაძის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, როგორიცაა ავარიული შენობა-ნაგებობები, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები და ა.შ.
„რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევებიც და ამაზეც ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ლიდერობა მხოლოდ ის არ არის, რომ ვისაუბროთ, ყველაფერი კარგად არის და ამ ცხრა 9 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთო. პირიქით, ლიდერობა არის ის, რომ შენ აღიარებ გამოწვევებს და შენს გუნდთან ერთად მიყვები, თანმიმდევრულად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს.
ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა ავარიული შენობა-ნაგებობები, რაც საკმაოდ ბევრი გვაქვს თბილისში - როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები.
გამოწვევები გვაქვს ასევე საცობების, ინფრასტრუქტურის, მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, გამოწვევაა იმ ადამიანების არსებობა, ვისაც მატერიალურად ძალიან უჭირს, სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ზოგადად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა ეკონომიურად წინ წავიდეს, მეტი დოვლათი გაჩნდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1780344460
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, კერძო მანქანით იარონ თუ - ავტობუსით
ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას?“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალა...
1780343769
საზოგადოებაკახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული
უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლ...
1780342747
საზოგადოებალევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია
საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს...
1780342268
საზოგადოებაკახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს
ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1780338516
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ. რო...


























