გიორგი ტყემალაძე: უფასო სასადილოებზე ქილიკს ვერ მივიღებთ

26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამაზე ქილიკს, თითქოს რაღაც ეკონომია ხდება ამ მიმართულებით, ნამდვილად ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გამართულ დებატებში განაცხადა, რითაც მან უპასუხა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს.

მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტის 25-30% სოციალური და ჯანდაცვის პროექტებზე მიემართება.

„26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასევე ერთ-ერთი მონაპოვარია, რომ გადაუდებელი ჯანდაცვა, ფაქტობრივად, არის უფასო ჩვენს ქვეყანაში, ხოლო ქალაქის დონეზე 25-30% ჩვენი ბიუჯეტის სწორედ სოციალური და ჯანდაცვის პროექტებზე მიემართება.
ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე გეტყვით, რომ 200 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ამ ადამიანების გვერდში დგომისთვის და მათ დასახმარებლად. ამაზე ქილიკს, რომ თითქოს, რაღაც ეკონომია ხდება, ნამდვილად ვერ მივიღებთ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მან, ასევე პასუხი გასცა ოპონენტს პარკირების საკითხთან და გაზრდილ ჯარიმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ თბილისი განვავითაროთ იმგვარად, რომ იყოს ევროპული ტიპის თანამედროვე ქალაქი, ყველა იმ სიკეთით და სტანდარტით, რაც ცივილიზებულ სამყაროში არის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პარკირებების რაოდენობა შემცირდა იმის ხარჯზე, რომ ეს ყველაფერი არის ცივილურად და სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი. ჯარიმებს რაც შეეხება, ჩვენ ვართ სამართლებრივი ქვეყანა და ვავითარებთ ქალაქს კანონმდებლობის შესაბამისად და არავის აქვს, როგორც „ბასლაინზე“ მოძრაობის, ისე არასწორად პარკირების უფლება. ეს არანაირად არ არის ის საკითხი, რომელზედაც შეიძლება უარყოფით კონტექსტში ისაუბრო“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების საკითხზე საუბრისას, დედაქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ დღეს უკვე 25 მიმდინარე პროექტია, რაც 1500-ზე მეტი ოჯახის ჩართულობას ნიშნავს.

„იმედი გვაქვს, რომ ეს მიმათულება კიდევ უფრო განვითარდება მომავალში და მოსახლეების კიდევ უფრო ჩართულობისა და თანადგომის იმედი გვაქვს.

არავინ იფიქრს, რომ აქ ჩვენ შევდივართ კონკურენციაში კერძო ბიზნესთან. კერძო ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათი ინტერესის შემთხვევაში, მოახლოებასთან შეთანხმების პირობებში, მათაც განახორციელონ პროექტები. ასეთი ათამდე პროექტი უკვე ჩაშვებულია და ესეც ასობით ჩვენს თანამოქალაქეს უკავშირდება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული არეალი, სადაც ძალიან მკაცრები ვართ ურბანული წესრიგის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, ვახორციელებთ რეაბილიტაციას და ბოლო წლებში 200 მილიონზე მეტია დახარჯული. ამასთანავე, დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს ვთავაზობთ საბაზრო ღირებულებით ფართების გამოსყიდვას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა და უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ტენდერის გამოცხადება.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ იქნება მაღალი კონკურენცია და უახლოეს პერიოდში გვექნება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა, რაც დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილ რეაბილიტაციას ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ და, ზოგადად, მომავალში დაგეგმარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიურპრიზები იქნება“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780343769

საზოგადოება

კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული

უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლ...

კახა კალაძე

1780342747

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს...

ლევან მახაშვილი

1780342268

საზოგადოება

კახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს

ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ...

კახა კალაძე

1780341100

საზოგადოება

კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს

ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“. როგო...

კახა კალაძე

1780338516

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ. რო...

რატი იონათამიშვილი