კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს: ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია
ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი-2“-ის დებატებში და ამით უპასუხა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს, თბილისში უსაფრთხოების ნორმებთან და უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები არასოდეს გაურბიან არსებულ პრობლემებს და პასუხისმგებლობას.
„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც. უდიდესი ტრაგედია იყო პირადად ჩემთვისაც და მე მაშინ მთავრობის სხდომაზე აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გამოვედი და ვთქვი, არ დავმალულვარ. როდესაც დედაქალაქი პრობლემების წინაშეა, არასდროს გავურბივარ პრობლემებს, არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები, გამოვდივართ და ვსაუბრობთ, თუ რა მოცემულობაა და არ გავურბივართ პასუხისმგებლობას.
ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია და იყვნენ კონკრეტული ადამიანები, თუ ადამიანი, ვისაც ჰქონდა დანაშაული. მაშინ ვთქვი, რომ ვერავინ გაბედავდა ვინმეზე ხელის დაფარებას, ან ვინმეს დაჩაგვრას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1780343769
საზოგადოებაკახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული
უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლ...
1780342747
საზოგადოებალევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია
საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს...
1780342268
საზოგადოებაკახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს
ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1780341100
საზოგადოებაკახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს
ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“. როგო...
1780338516
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ. რო...



























