კახა კალაძე: ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას - ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

არც გამჭვირვალობის კანონს და არც ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირში არ აქვს - ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, როგორც გამჭვირვალობის შესახებ, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები გამოყენებულია მხოლოდ საბაბად.
„ეს არის საბაბი, რომ რაღაც მოიგონონ და სათქმელი ჰქონდეთ. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რაიმეს წინააღმდეგ? ეს წარმოუდგენელია. მაშინ, როდესაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში ჩვეულებრივად მუშაობს ეს კანონები და ევროპარლამენტიც მუშაობს ანალოგიური კანონის მისაღებად. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია და ყველაფერი, რასაც ვისმენთ, რომ თითქოს რაღაც პრობლემაა და უნდა შევცვალოთ, ეს არაფერ შუაშია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა, დაამარცხა ის ადამიანები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას და უნდათ საქართველოს გამოყენება ისე, როგორც გამოიყენეს სხვა ქვეყნები. არავის ვაძლევთ ამის საშუალებას - გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, ამისთვის მზად ვართ და ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იყენებენ ნაცად გეგმას და შემოაქვთ რუსული ნარატივი.
„ეს უკვე ნაცადი გეგმაა და არ არის ახალი. რუსული ნარატივი შემოაქვთ ხოლმე, იძახიან - რუსეთუმე, რუსული კანონი, იგივე ხდება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით - არანაირი არგუმენტი და კონკრეტიკა, მხოლოდ ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. ძალიან რთული ვითარებაა როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად მსოფლიოში, ყველა ვხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, პირველ რიგში, ითვალისწინებს და მიმართულია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1753209274
მსოფლიოოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...
1753208083
მსოფლიომაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...
1753204872
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...
1753202343
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში
ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...
1753200389
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...