ხვალ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება

ხვალ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. „Starring Georgia-ს“ ცნობით, „დინამო არენას“ კარი 17:00-ზე გაიღება და იქ მისულ მსმენელს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა და წინასაკონცერტო განწყობის შექმნა შეეძლება. სანამ 21:00-ზე სცენაზე მთავარი არტისტი გამოვა, 19:30-დან მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.

„Starring Georgia“ მელომანებს ურჩევს, არენაზე ადრიდანვე მოვიდნენ, თავიანთი ადგილიც დაიკავონ და მთელი საღამოთი სრულყოფილად ისიამოვნონ. გასათვალისწინებელია, რომ ხვალ საკმაოდ მზიანი ამინდი იქნება, რასაც კონცერტზე დასწრების მსურველები მომზადებულნი უნდა შეხვდნენ.

„სახლიდან გამოსვლისას არ დაგავიწყდეს დამცავის წასმა, შეამოწმე ამინდის პროგნოზი და ჩაიცვი კომფორტულად. დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად, მიიღე საჭირო რაოდენობის წყალი; თუ ადრე მოსვლას აპირებ, თან იქონიე ქუდი ან რაიმე, რაც მზისგან დაგიცავს,“ - აღნიშნულია „Starring Georgia-ს“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

იმ რჩევებთან და რეკომენდაციებთან ერთად, რომელთაც „Starring Georgia“ მელომანებს სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახლომახლო ავტომობილის პარკირებას ვერ შეძლებთ და 07:00-დან კონკრეტული ქუჩებიც (გ. ცაბაძის, ს. მეტრეველის, ა. წერეთლის და დ. ყიფიანის) გადაიკეტება; ამიტომაც:

• „Starring Georgia-სა“ და „ბოლტის“ პარტნიორობის ფარგლებში, კონცერტზე მომავალი სტუმრები ისარგებლებენ ფასდაკლებით „ბოლტის“ სკუტერებით განხორციელებულ ნებისმიერ მგზავრობაზე იმ შემთხვევაში, თუ სკუტერებს თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, ე.წ. „ადამისა და ევას“ შენობასთან დააპარკინგებენ;
• გახანგრძლივდება და 02:00-მდე გადაიწევს: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306, N384 და N386 ავტობუსების სამუშაო დრო.

რაც შეეხება უშუალოდ საკონცერტო ტერიტორიასა და ღონისძიებას, აქ მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები. ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, რადგან ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომაც, მაყურებლებმა მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა წამოიღონ, რათა კარში უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთის მფლობელებმა, რადგან მათ ყველა იმ პატარა ნივთის დატოვებაც მოუწევთ, რომელმაც შესაძლოა, სროლის შემთხვევაში, სცენამდე მიაღწიოს.

აკრძალული ნივთებია: საკვები და სასმელი, პროფესიონალური კამერა, მეტალის ნივთები, სითხეები და სითხის კონტეინერი, პიროტექნიკა და ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები.

მაყურებელს შეუძლია, კონცერტზე შეიტანოს პოლაროიდი და მცირე ზომის არაპროფესიონალური კამერა, მცირე ზომის ტექნიკა, სუნამოს პატარა ბოთლი, მცირე ზომის ჩანთა, თავის მოვლის საშუალებები 50 მლ-მდე.

ასევე, საგულისხმოა, რომ კონცერტზე არ დაიშვებიან შინაური ცხოველები, რადგან მსგავსი ხმაური მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე იქნება ე.წ. ქეშლეს სისტემა და გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა მათ, ვინც ქეშით იქნება, დახვდებათ ჩასარიცხი აპარატები, რათა თანხა ბარათზე შეიტანონ. გარდა ამისა, ადგილზე წარმოდგენილი იქნება ჯასტინ ტიმბერლეიკის ოფიციალური მერჩი - გულშემატკივრებს შეეძლებათ, შეიძინონ ნივთები საყვარელი არტისტის გამოსახულებით.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები 6 საათში სრულად გაიყიდა. მყიდველებს შორის 18 000-მეტი უცხოეთის მოქალაქეა. კონცერტს, საქართველოს მასშტაბით, უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი დაესწრება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753210239

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში...

შალვა პაპუაშვილი

1753209274

მსოფლიო

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

1753208083

მსოფლიო

მაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...

ზოგადი

1753204872

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1753202343

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...

მაკა ბოჭორიშვილი