კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე: დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა

„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ პლატფორმის ყველა წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდა, გარედან იმართება და საქართველოს ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვს.

„დეტალებში ვერ შევალ და არც ინტერესი მაქვს. რასაც ყველა ვხედავთ და ვისმენთ, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ შეფასებას. პოლიტიკურადაც რომ შევხედოთ, ვინ არის ამ გაერთიანებაში – ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტია, ვიცით, რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები და მტრები. ქვეყნის ინტერესებთან და მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ გააჩნიათ. საქართველოს ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები.

როდესაც ხარ მოღალატე და აგენტურის ქსელის წარმომადგენელი, მაგრამ იფუთები, როგორც ვითომ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ.

ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ქართველი ადამიანი საკუთარ თავზე გრძნობს მთელ პოლიტიკურ პროცესებს – ვინ რას აკეთებს, ვის რა მოტივაცია აქვს, ვინ საიდან იმართება და ვინ მართავს. შესაბამისად, არჩევნებშიც იღებს სწორ გადაწყვეტილებას. დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ალიანსის შექმნაც გარედან ნაკარნახევი ქმედება იყო.

„რამდენიმე კვირის წინ ზარ-ზეიმით გვაცნობეს ამ ერთობასთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი გვინახავს ამ ტიპის პლატფორმა, მათ საერთო ღირებულებები არ გააჩნიათ, არც ქვეყნის სიყვარული აქვთ, არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. უბრალოდ, გარედან უთხრეს, რომ უნდა გაერთიანდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება. საკუთარ ერთობას ვერ მართავენ და ქვეყნის მართვაზე, ზოგადად, ხომ საუბარიც ზედმეტია“, - აღნიშნა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776934673

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...

ირაკლი კობახიძე

1776934628

ახალი ამბები

პრემიერი: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას

„ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე

1776933275

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

„მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე

1776933265

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმ...

საკონსერვო საწარმო

1776932381

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის სამარცხვინო

„ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ტ...

ირაკლი კობახიძე