კობახიძე: ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთთან ფედერაციასთან და უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს - როდესაც საუბარია საქართველოზე, ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება
ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ ვაჭრობის შედეგად საკმაოდ უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა, ხმარდება იმ ომსაც, რომელიც წარმოებს უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.
მან ამგვარად უპასუხა კითხვას ბრიტანული კომპანიების დახმარებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლისა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების დაზიანების შესაძლებლობის შესახებ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია საქართველოზე, სახეზეა განსხვავებული დამოკიდებულება.
„როდესაც საუბარია საქართველოზე, აქ ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება - მოწოდება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ორმაგი სტანდარტი. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. სინამდვილეში აშკარაა ის, რომ საქართველოს მიმართ არის განსხვავებული ინტერესი და ამ განსხვავებული ინტერესების გამო ისინი თავს ესხმიან საქართველოს.
სანქციები რომ ავიღოთ, მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები რუსეთთან მიმართებით, არ არსებობს არც ერთი კრიტიკული განცხადება. თუნდაც ერთი ევროპარლამენტარის, სადღაც ერთი პარლამენტარის დონეზე არ არსებობს არც ერთი კრიტიკული განცხადება მოლდოვასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ჩვენ მოგვიძღვნეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც კი სანქციების დაწესების მოთხოვნით და არაერთი სხვა განცხადება. აქაც ჩანს ორმაგი სტანდარტი და აქაც არის განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ, რომელიც არ არის მაგალითად, მოლდოვის მიმართ. სწორედ ამის გამო ესხმიან ისინი საქართველოს, დიდი ბრიტანეთიც გამოირჩევა ასეთი ორმაგი სტანდარტით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1772351071
მსოფლიოკრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონ...
1772349796
ახალი ამბებიირანში მალე შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ - ხამენეის მთავარი მრჩეველი
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი „ განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პ...
1772347620
ახალი ამბები„ბრალდებულები თაღლითური გეგმის მიხედვით პირის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“ - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადე...
1772347392
ახალი ამბებიპოლიციამ თემქაზე ერთი პირის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - 2011 წელს დაბადებული ნ.მ. და...
1772346903
მსოფლიოირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსას...































