ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელობასთან.
„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძლიერი. ჩვენ შევთანხმდით ყველა იმ პროექტის გაგრძელებასა და ახალი პროექტების განხორციელებაზე, რათა ქვეყანამ განაგრძოს მნიშვნელოვანი წინსვლა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. საკმაოდ ფართოა იმ სექტორებისა და მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარდაჭერას ახორციელებენ, ესენია: ინფრასტრუქტურის განვითარება, გზები და სხვა ლოგისტიკური სერვისები. ასევეა წყლის ინფრასტრუქტურის განვითარება. მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. ასევეა რეფორმები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ხორციელდება, მათ შორის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, სადაც ჩვენ გვაქვს 500-მლნ დოლარიანი შეთანხმება. ეს პროექტი ძალიან აქტიურად ხორციელდება. ყველა ამ პროექტთან მიმართებით ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მყარი მხარდაჭერა, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი განცხადებით, განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოს გამორჩეული პოზიცია მსოფლიოში, როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ და შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ამ მხრივ აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ეს რეფორმები განახორციელონ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
1745827505
საზოგადოებაცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). ცენ...
1745825595
ახალი ამბებისროლა გორში - დაღუპულია ერთი ადამიანი
გორში, წმინდა წყლის უბანში სროლა იყო. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „ერთი პირი ცხელ კვალზე დააკა...
1745824589
ახალი ამბები„ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს“ - 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინეს
„საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. განცხადების თანახმად,...
1745821997
ახალი ამბებივოლსკი: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, შემდეგ შეიცვალოს სახელი და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს
არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ს...
1745820200
მსოფლიოტრამპი: ზელენსკისთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს
თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო მეტად არის დაინტერესებული ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით. ტრამპმა ჟურნალისტის დასმული კი...