ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზედაც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზედაც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა ძალიან კარგი წინაპირობაა იმის, რომ ჩვენ უფრო შედეგიანი თანამშრომლობა გვქონდეს მომავალში. ჩვენ გვესმის, რომ ეს არც საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის არ არის საკმარისი პირობა და ამას უნდა დაემატოს რაიმე კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი და ხელშესახები გეგმები, რომელიც თანამშრომლობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის ორ ქვეყანას შორის.

განსაკუთრებით ჩვენ გვესმის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტების. მათ ცალსახად აინტერესებთ, რომ ამერიკელი ხალხისთვის თანამშრომლობა გარე სამყაროსთან, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორთან იყოს მათი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. ეკონომიკური ინტერესები არის გაზომვადი ინტერესები და ეს არის ხელშესახებო, ამიტომ ახსნადია, როგორც მათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე გასაგებია პარტნიორებისთვის. ჩემთვის უფრო მარტივია ასეთ შემთხვევაში კომუნიკაცია, რადგან ჩვენ შეიძლება ვიყოთ კრეატიული, ვიფიქროთ ერთ პროექტებზე, რომელიც გაამყარებს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ხელსაყრელი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და ამერიკელი ხალხისთვის.

მსგავსი პროექტები საქართველოს და ამერიკას განუხორციელებია წარსულში. არის პროექტები, რომელიც იყო განხორციელებული, სადაც ძალიან რთულია რომ განსაზღვრო კონკრეტულად და გაზომო ან ეკონომიკურად, ან რაოდენობრივად ამ პროექტების მიზანი, ან მიზანშეწონილობა. ვფიქრობ, რომ ძალიან რაციონალურია დღეს ამერიკის ახალია ადმინისტრაციის მიდგომები, პრაგმატული და ჩვენი დიალოგი შეეხებოდა ზუსტად იმას როგორ შეიძლება უფრო მეტად საინტერესო იყოს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746192394

საზოგადოება

ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და...

შეხვედრა ცესკოში

1746191064

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობი...

 ირაკლი კობახიძე

1746187042

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შე...

საქართველოს პრეზიდენტი

1746185053

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს, ატანა არ აქვთ, მაგრამ უნდა იყვნენ გაერთიანებულები სხვადასხვა პარტიული ნიშნებით მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი არის მათი პატრონის დავალება

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ იძულებულები არიან გაერთიანდნენ ს...

არჩილ გორდულაძე

1746184968

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: ეს არის ცივი შხაპი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ საქართველო წარუმატებელია

 ფაქტებით, მტკიცებულებებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რეალურად დღეს საქართველოს აქვს არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ეს ეკონომიკური ზრდა რეალურად დგას თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის სამსახურში, -...

მიხეილ სარჯველაძე