ლევან მგალობლიშვილი: მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად

საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„მამია ალასანია იყო თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო საქართველოსთვის.

მისი გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სიყვარულისა და სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად, ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირების თავდადება და სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2018 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746543992

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: საზოგადოების დაკვეთაა, რომ ვეღარ იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცევა. კეთილი ინებოს თითოეულმა ჩვენმა პარტნიორად წოდებულმა, რომ ღირსეულ საფუძვლებზე იყოს მზად თანამშრომლობისთვის

კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად არ მინდა გავაიგივო ამერიკელ ხალხთან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან ეს ჯგუფი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების ლობისტად გვევლინება საქართველ...

ირაკლი კირცხალია

1746541730

საზოგადოება

პაატა სალია: მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს

მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით. სალია გამორიცხ...

სალია

1746541655

მსოფლიო

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული ტყვეობიდან 205 უკრაინელი მებრძოლი სამშობლოში დაბრუნდა. „დღეს უკრაინამ...

სამხედრო ტყვეები

1746540482

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია „მეგობარი აქტზე“: სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად

სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად, - განა...

ირაკლი კირცხალია

1746540265

საზოგადოება

მეუფე იაკობი: რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება?

„რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% მოახდინა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?“ - ამის შე...

გფ