ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება

ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს „შატო ზეგაანს“ შორის გაფორმდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და შპს „შატო ზეგაანის“ დირექტორმა ლიანა ზუბაშვილმა.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ლევილის მამულში ქართული ვაზის გაშენება ჩვენი ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სიმბოლოა.

„ლევილის მამულში ქართული ვაზის გაშენება არა მხოლოდ მემკვიდრეობის აღდგენა, არამედ ჩვენი ისტორიის, ღვინის დაყენების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციის და კულტურის გაცოცხლებაა. ეს პროექტი აერთიანებს ქართულ მიწას, ღვინოსა და ემიგრაციის უნიკალურ ისტორიას, რომელიც თაობებს აკავშირებს ერთმანეთთან. მემორანდუმი, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლია სახელმწიფოს, კერძო სექტორს და სამეცნიერო სფეროს ერთად მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტების განხორციელება და ისტორიის ღირსეული გაგრძელება. სიმბოლურია, რომ ერთ-ერთი უძველესი ქართული ვაზის ჯიშები სწორედ ლევილის მამულში დაირგვება,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი.

ეროვნულ მუზეუმთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, შპს „შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საკუთარი დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდურ დახმარებას და კონსულტაციას გაუწევს შპს „შატო ზეგაანს“ და ეროვნულ მუზეუმს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751573827

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის

რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...

ირაკლი კობახიძე

1751573797

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე

1751572516

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძ

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572386

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...

ირაკლი კობახიძე