ლიზა გეგეჭკორი: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი - დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი
„მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი იყო ზუსტად ის, რასაც საზოგადოება ელოდა, კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული და ყოველგვარი სპეკულაციის გამაქარწყლებელი“, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგით ნათელი გახდა, თუ რატომ გახდა საჭირო მისი ახალ პოზიციაზე გადაყვანა, რა ობიექტური სახელმწიფოებრივი საჭიროება იდგა ამ გადაწყვეტილების უკან და რამხელა პოლიტიკური წონა მოაქვს ამ სტატუსს.
„პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი იყო მისი პირდაპირი მოწოდება სუს-ისადმი, რომ გასაჯაროვდეს დაჭერილი ჯაშუშის ვიდეოჩვენების კონკრეტული, უმნიშვნელოვანესი ნაწილები. ვინაიდან ამ ადამიანის დაჭერამ გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია. ეს არის ღია და გამჭვირვალე პოლიტიკის ნათელი მაგალითი, სახელმწიფოს დასამალი არაფერი აქვს და პირიქით, საზოგადოებას პირდაპირ აჩვენებს იმ რეალურ საფრთხეებსა თუ სიბინძურეს, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ ხლართავენ.
მეორე და ძალიან პრინციპული საკითხი სპეცრაზმელების დაკავების თემას ეხებოდა. ამით კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დადასტურდა: როდესაც სისტემაში ხდება გადაცდომა, რეაგირება არის უსწრაფესი და სამართლიანი. არავინ არავის აფარებს ხელს და ამით საბოლოოდ ესმება წერტილი ოპოზიციური მედიის იაფფასიან ტყუილებს.
მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ პროცესებზე დამკვირვებლისთვის, დღევანდელ ბრიფინგში ყველაზე მთავარი სხვა რამ იყო. თუ ვინმეს, თუნდაც ოცნების მხარდამჭერებში, გუშინ კიდევ ჰქონდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი.
სრულიად ნათელი გახდა, რა ობიექტური სახელმწიფოებრივი საჭიროება იდგა ამ გადაწყვეტილების უკან და რამხელა პოლიტიკური წონა მოაქვს ამ სტატუსს. დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი.
პირადად მე, თუკი რაიმე მცირე კითხვაც კი მქონდა ამ სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგმა და ბოლო დღეების დინამიკამ აბსოლუტურად ყველა კითხვა მომიხსნა. ძლიერი სახელმწიფო და გონიერი ხელისუფლება ზუსტად ასე მოქმედებს“, - წერს გეგეჭკორი.
1778251263
საზოგადოებათამარ იოსელიანი: ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა
გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქ...
1778249655
ახალი ამბებიპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მი...
1778247775
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნე...
1778247593
საზოგადოებამათიკაშვილი: 4 ოქტომბრის საქმე იმდენად მკაფიოა, თუკი ვინმე ცდილობს, იმ სამართლებრივ რეალობას, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, დაარქვას სხვა სახელი, ის ან ცდილობს, ფაქტები დაამახინჯოს, ან აქვს მცდელობა, სიმართლე ტყუილად შეასაღოს საზოგადოებას
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. „4 ოქტომბრის საქმე არის იმდენად მკაფიო, ადვილად დასანახი...
1778246602
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6874 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...



























