მაკა ბოჭორიშვილი: ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე
ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთში.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და ასევე იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
„ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე. პრემიერ-მინისტრი საუბარში შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და ასევე იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს, ეკონომიკური განვითარების პროგრესის გათვალისწინებით, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით და ეს ყველაფერი გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, ფორუმის ფარგლებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა თურქმენეთში მიმდინარე, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. პრემიერმა ისაუბრა ოკუპირებული რეგიონებისა და მშვიდობის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე.
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































