მარიამ ლაშხმა რუსთავში, ციფრული განვითარების სივრცის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა რუსთავში, ციფრული განვითარების სივრცის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ლაშხმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ჰაბის გახსნა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ციფრული მომავლის შენების გზაზე. მისივე თქმით, ციფრული სივრცე ინოვაციებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივ საზოგადოებას და მისცემს მათ ახალ შესაძლებლობებს პროფესიული თუ ეკონომიკური განვითარებისთვის.
„რუსთავი ყოველთვის იყო როგორც მეტალურგიული, ასევე სხვა სამრეწველო მიმართულებებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს, ციფრული განვითარების დროა და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრულ განვითარებაში რუსთავი და კონკრეტულად ეს ჰაბი, დიდ როლს შეასრულებს. იმედი მაქვს, რომ ამ სივრცეში მრავალი ახალი და წარმატებული სტარტაპი, მილიარდიანი კომპანია დაიბადება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე სახელს გაუთქვამს. ასევე, ჭკვიანი ქალაქის (Smart City) კონცეფციის ნაწილში, რუსთავი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის სამაგალითო გახდება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ციფრული განვითარების სივრცის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.
რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე სამ ძირითად მიმართულებას - მუნიციპალური სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას - სმარტ ქალაქს, საგანმანათლებლო ცენტრს და მომხმარებელზე მორგებულ საერთო სამუშაო ზონებს აერთიანებს.
პროექტი საგანმანათლებლო კომპონენტებს მოიცავს და ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ციფრული განვითარების სივრცე, ახალგაზრდების ძირითად ნაკადს, სექტემბრიდან მიიღებს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
1753820207
საზოგადოებაპაატა იმნაძე: აუცილებლად უნდა გვეხუროს ქუდი, ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები - აფთიაქები, დიდი მოლები
ტემპერატურის მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს. მისი რჩევით, უნდა...
1753818932
მსოფლიონეთანიაჰუ: კირ სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორიზმს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის გამო. „სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორი...
1753815738
საზოგადოებაბაქოში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა. გიორგი ჩაკვეტაძეს „ახალი აზე...
1753813410
მსოფლიოკირ სტარმერის განცხადებით, თუ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ამ...
1753811390
მსოფლიოტრამპი: პუტინს 10 დღეს ვაძლევ - ამის შემდეგ ტარიფებს დავაწესებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს იწყება 10-დღიანი ვადის ათვლა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. „დღევანდელი დღიდან პუტინს 10 დღეს ვაძლევ. ამის შემდეგ ტარიფებს დავაწესებთ“,...