კირ სტარმერის განცხადებით, თუ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ამის შესახებ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, გაეროს მიეცეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი გაგზავნის უფლება შიმშილის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის მთავრობების მცდელობებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ისრაელი თუ არ გადადგამს არსებით ნაბიჯებს, ღაზაში სავალალო ვითარების დასასრულებლად, არ მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას, ნათლად არ წარმოაჩენს, რომ არ იქნება დასავლეთ სანაპიროზე ანექსია და არ აიღებს ხანგრძლივ ვალდებულებას სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება, გაერთიანებული სამეფო გაეროს გენერალურ ასამბლეამდე პალესტინას აღიარებს“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753900067

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „დასავლეთის ლიდერი დონალდ ტრამპია. სანამ ორ ლიდერს შორის პირდაპირი...

ვიქტორ ორბანი

1753898440

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაციას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის, თუ რას ეფუძნება ასე უაპელაციოდ, ხმამაღლა გაკეთებული შეფასება, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული

ადმინისტრაციას, ამ შემთხვევაში, ჰქონდა და აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნება მათი შეფასებები და ასე უაპელა...

გიორგი კალანდარიშვილ

1753896185

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მალაიზიის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯოჰარი ბინ აბდულს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მზარდ ურთიერთობებს. ყურადღე...

შალვა პაპუაშვილი

1753896138

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა...

შალვა პაპუაშვილი

1753895385

საზოგადოება

ზარქუა: არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი

არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ მთავარი ერთია, ვინც დააშავებს და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, - ამის შესა...

ირაკლი ზარქუა