ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება

სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.
„შეხვედრა გვქონდა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც, რა თქმა უნდა, არაღიარების საკითხი ნაკლებად დგას. აქ ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. გაცვალეთ ინფორმაცია როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ სლოვაკეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვქონდა გამოთქმული ის წუხილი, რომ ევროკავშირში სამწუხაროდ ზოგიერთი ქვეყანა არასწორად აფასებს ვითარებას, თუ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები გააჩნიათ მათ და ამიტომ, ეს ყველაფერი ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. გვქონდა საკმაოდ გულითადი საუბარი. სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
1753820207
საზოგადოებაპაატა იმნაძე: აუცილებლად უნდა გვეხუროს ქუდი, ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები - აფთიაქები, დიდი მოლები
ტემპერატურის მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს. მისი რჩევით, უნდა...
1753818932
მსოფლიონეთანიაჰუ: კირ სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორიზმს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის გამო. „სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის“ საშინელ ტერორი...
1753815738
საზოგადოებაბაქოში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა. გიორგი ჩაკვეტაძეს „ახალი აზე...
1753813410
მსოფლიოკირ სტარმერის განცხადებით, თუ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ამ...
1753811390
მსოფლიოტრამპი: პუტინს 10 დღეს ვაძლევ - ამის შემდეგ ტარიფებს დავაწესებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს იწყება 10-დღიანი ვადის ათვლა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. „დღევანდელი დღიდან პუტინს 10 დღეს ვაძლევ. ამის შემდეგ ტარიფებს დავაწესებთ“,...