მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიკურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო

„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resor ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიკურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი, ასევე, რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო.

„300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია - ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზოგადად აჭარის რეგიონისთვის. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი - განთავსების ობიექტები, ისევე, როგორც საცხოვრებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, ისევე, როგორც მომსახურების ხარისხის ზრდას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე კაფსულის ჩადების სიმბოლური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, პროექტის ინვესტორებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობის პროცესში, ასევე მისი ოპერირების ფაზაზე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პირდაპირპროპორციულ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და რომელიც გულისხმობს მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას, რათა ქვეყანაში ტურიზმიდან უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ამ იდეის ავტორებს - კომპანია NEXT-ის, კომპანია „არქი“-ს, მათ დამფუძნებლებს, კეთილი იყოს ბრენდ Swissôtel-ის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, დეველოპერული კომპანია „არქის“ საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ისა და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდ Swissôtel-ის თანამშრომლობით მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რომელიც უმაღლესი კლასის, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780498565

საზოგადოება

პრემიერი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინის...

ირაკლი კობახიძე

1780497117

საზოგადოება

პრემიერი მოლდოვაზე: მზად არიან დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, ჩვენ გვაქვს საპირისპირო განცხადება, მიმართული - სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ და ლოგიკურია, რომ ეს ძალები აქებენ მოლდოვის ხელისუფლებას

წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედ...

ირაკლი კობახიძე

1780496478

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობა იქნება ბევრად უფრო კომპლექსური, გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპ...

ირაკლი კობახიძე

1780496423

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე: მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, არ არის დიდად საინტერესო მისი განცხადებები, მორიგი წამოცდენა იყო

კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს, მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად. მთავრობის მეთაურის თქმით, წამოცდენებ...

ირაკლი კობახიძე

1780495760

საზოგადოება

პრემიერი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა ასახულია შესაბამის რეიტინგებშიც

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევასთან დ...

ირაკლი კობახიძე